ზაზა მელიქიძე ახალციხის თემის გამგებლის თანამდებობაზე 2014 წლის ივლისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად იქნა არჩეული. მანამდე იგი ბიზნესის სფეროში იყო დასაქმებული.
2014 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში დაიწყო წმინდა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობა, რომელიც 2017 წლის 10 ივნისს გაიხსნა. ტაძრის მშენებლობა მთლიანად მოსახლეობის საქველმოქმედო შეწირულობებით დაფინანსდა. შეწირულობის უმეტესი ნაწილი ახალციხის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ განახორციელა, რომელმაც 2014-2016 წლებში პირადი სახსრებიდან 147 000 ლარი გაიღო.
გარდა ამისა, ახალციხის გამგებელი ყოველწლიურად ახორციელებს სხვა სახის ქველმოქმედებასაც, რისთვისაც მან იმავე პერიოდში 25 000 ლარი გაიღო. ქველმოქმედებაში 7 500 ლარი დახარჯა მისმა მეუღლემ ასმათ ალავიძემ.
საჯარო სამსახურის პარალელურად, ზაზა მელიქიძე ბიზნესსაქმიანობას ახორციელებს - იგი შპს „მელიზას“ (ს/კ - 424065549) და შპს „ლეგის“ (ს/კ - 224079976) 100 % წილის მფლობელი პარტნიორია. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2014 წლიდან მოყოლებული ბიზნესიდან მისი შემოსავალი დაახლოებით 300 000 ლარი იყო.